3 მაისი, პარიზი, ქართული კულტურისა და გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი საღამო

.

3 მაისს, გო’ე’მიო თავის სამშობლოში, პარიზში მდინარე სენაზე, საკრუიზო გემზე “Le Diamant Bleu” სტუმრებს უმასპინძლებს  ქართული ვახშმით, რომელსაც გო’ე’მიოს ტიტულის მფლობელი ქართველი შეფები წარადგენენ. წლის საუკეთესო ქართველი შეფ მზარეული გურამ ბაღდოშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა შეფები (ნიკოლოზ მეტრეველი და ილია ბენაშვილი), რესტორან ბიოლის შეფ-კონდიტერი ხატო ბაკურაძე და რესტორან შუხმანის შეფ-მზარეული ლაშა კენჭაძე, ექსკლუზიურად ამ ღონისძებისთვის ქართულ გემოებზე  შექმნილ  კერძებს წარმოგვიდგენენ.

Gault&Millau Georgia პარტნიორებთან, „Events Lux“-თან და საქველმოქმედო ორგანიზაცია „გზაჯვარედინთან“ ერთად საღამოს უძღვნის ქართული კულტურისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას.

წვეულების განსაკუთრებული სტუმარი, ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე იქნება. ასევე, ღონისძიებაში  მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები: ეკა მამალაძე, სტეფანე მღებრიშვილი, მიშა სულუხია, აჩიკო ბერიძე, გერმანული „ვოისის“ გამარჯვებული ნათია თოდუა და პაატა ანდრიაძის ბენდი.

საღამო საქველმოქმედო ხასიათისაა. ვახშამის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ უგემრიელესი ქართული ტრადიციული კერძები, ღვინო, მინერალური წყალი და კულინარიული ნუგბარი. ამასთან, ისიამოვნო ქართული კულტურით და პარიზის ღირსშესანიშნაობებით.