ქართულ-ბასკური ვახშამი

14 აგვისტოს სასტუმრო Dreamland Oasis Hotel Chakvi გო’ე’მიო საქართველოს ორგანიზებით გაიმართა ქართულ-ბასკური რეგიონული გალა-ვახშამი, რომელიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე, ქართველმა შეფ-მზარეულებმა წარმოადგინეს.

  • გურამ ბაღდოშვილი-გო’ე’მიოს 2019 წლის საუკეთესო შეფ-მზარეული
  • მიშა ავსაჯანიშვილი უკრაინაში მოღვაწე ქართველი შეფ-მზარეული და 12 რესტორნის ბრენდ შეფი
  • დავით ნარიმანიშვილი- ესპანეთში ცნობილი ქართველი შეფ-მზარეული. მადრიდის მასტერშეფის ჟიური წევრი

სპეციალური მოწვევით გალა-ვახშამს ესწრებოდა ხორხე ბრეტონი-La Sucursal and Vertical-ის ბრენდ შეფი- კულინარიის სფეროში მრავალი ჯილდოს მფლობელი შეფ-მზარეული.

ღონისძიებას მხარში დაუდგა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო.