პირველი ქართული ყვითელი გზამკვლევი


27 ივნისს, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi გაიმართა გო’ე’მიო საქართველოს პირველი გასტრონომიული გიდის, „ყვითელი გზამკვლევის“ პრეზენტაცია.

გასტრონომიული წიგნი არის გზამკვლევი, სადაც შესულია საქართველოს საუკეთესო რესტორნები და შეფ მზარეულები. TOP 20 რესტორანი, საქართველოს ახალი და ყველაზე პოპულარული რესტორნები, „გო’ე’მიოს“ ქუდის მფლობელი რესტორნები,საუკეთესო კერძები- წარმოდგენილი ყვითელ გზამკვლევში.

პრეზენტაციასთან ერთად გაიმართა ვახშამი ქართველი შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული კერძებით.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საფრანგეთის  ელჩი საქართველოში ბატონი პასკალ მენიე, შვეიცარიის კონფედერაციის ყოფილი ელჩი ბატონი ლუკას ბეგლინგერი, გო’ე’მიო საფრანგეთის წარმომადგენელი მარიანე ლეკეღფ, საფრანგეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენლობა, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია და სხვა მოწვეული სტუმრები.